Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე

15 ნოემბერი, 2012 15:28

რუსეთი მზად არის, ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილოს. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი დენისოვმა განაცხადა: “თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შემთხვევაზე, საქმე ეხება ქართული ღვინის დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე. საკითხის პრაქტიკულად შესწავლის სურვილი ორივე მხარეს არსებობს,”- განაცხადა მან.

“რია ნოვოსტს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მოჰყავს, რომ საქართველო შეეცდება, უკვე მიმდინარე წელს რუსეთის ბაზარზე წლევანდელი ციტრუსის მოსავალი შეიტანოს.

რუსული გამოცემების თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით კირვალიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მზად არის, მიიღოს რუსი ექსპერტები საექსპორტო პროდუქტის ხარისხის შესასწავლად.

რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. ამას საფუძვლად დაედო “როსპოტრებნადზორის” დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქართული მხრიდან დარღვეული იყო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმები.

რუსულმა მხარემ ღვინოსთან ერთად ქართული მინერალური წყლების “ ბორჯომისა” და ნაბეღლავის”, ასევე სოფლის მეურნეობის მთელი რიგი პროდუქციის რეალიზაციაც აკრაძალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^