Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

16 ნოემბერი, 2012 21:03

25 სექტემბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდმა არასრულწლოვანთა განთავსების ადგილებში დამოუკიდებელ მონიტორინგს ახორციელებს.

მონიტორინგის უმთავრესი მიზანია იმის შემოწმება, იმყოფებიან  თუ არა ახალგაზრდები უსაფრთხო გარემოში და დაცულნი არიან თუ არა ძალადობის, შეურაცხყოფისა და დამცირებისაგან; დაცულია თუ არა მათი ძირითადი უფლებები; და ტარდება თუ არა სასწრაფო ზომები, თუკი მოხდება მათი უფლებათა დარღვევა.

თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნები გაეროს ბავშვთა ფონდთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ დაცულნი არიან ზიანისა და არასათანადო მოპყრობისაგან და მცველების მათ მიმართ დამოკიდებულება უკეთესია.

“იუნისეფი მოუწოდებს მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების რემონტი, რათა ამჟამად რუსთავის მე–17 საპყრობილეში მოთავსებული არასრულწლოვნები დაბრუნდნენ გაუმჯობესებულ გარემოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. იუნისეფი ასევე მოუწოდებს მთავრობას, მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს საგანმანათლებლო პროცესი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ყველა ახალგაზრდისათვის.

იუნისეფს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები: თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებაში შეიქმნას ბავშვთა დაცვისა და ბავშვის უფლებათა მონიტორინგის შიდა მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვანთა დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან; დახმარება გაეწიოს სახალხო დამცველის აპარატს და გაძლიერდეს მათი მონიტორინგი კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით; ხელი შეეწყოს კარგად ორგანიზებული არასამთავრობო მონიტორინგის მექანიზმის სისტემურ ფუნქციონირებას, რომელიც პერიოდულად შეაფასებს ბავშვის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

იუნისეფი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში და გამოთქვამს სურვილს, მუდმივი დახმარება გაუწიოს ყველა პარტნიორს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. “- აღნიშნულ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^