წუხანდელი დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (ყოფილი “თბილისის წყლის”) ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს. მასთან ერთად სამშენებლო კომპანია “ენ-სი-სი”-ს ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძეც დააკავეს.
ქელბაქიანის ადვოკატის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად “ენ-სი-სი”-ში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედება. თუმცა, ჯორჟოლიანის თქმით, დაკავებას “თბილისის წყალთან” არანაირი კავშირი არ აქვს. ადვოკატის ცნობით, ქელბაქიანსა და ჩოგოვაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს 194-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენებენ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის ცნობით, ამჟამად დაკავებულები ე.წ. მოდულის შენობაში არიან გადაყვანილები.
გეგი ქელბაქიანი “ბუდა ბარისა” და სამშენებლო კომპანია “ენ-სი-სი”-ს ერთ-ერთი მფლობელია. ეს კომპანია რიყის ტერიტორიაზე თეატრის, სხვადასხვა კეთილმოწყობით სამუშაოებსა და ავტოპარკინგის მშენებლობას ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქელბაქიანი თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია.