Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რადიო ჰერეთი VS კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია

21 ნოემბერი, 2012 22:19

დღეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა რადიო “ჰერეთისა” და საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საქმე განიხილა. მოსამართლემ ორივე მხარეს მოუსმინა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 5 დეკემბრისთვის გადადო. 

საქმე ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის დროსაც მან  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  მოსამართლემ ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში „ჰერეთის“ განცხადება არ  დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოცხადდა, რის შემდეგაც "ჰერეთმა" გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

რადიო “ჰერეთი” ამტკიცებდა, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზია “ჰერეთის” მაგივრად, მედიაჰაუს “დეკომს” მიანიჭა, რაც არასამართლიანი იყო.

“ჰერეთის” ადვოკატის ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, მათ ეჭვი აქვთ, რომ  მედიაჰაუს “დეკომის” ერთ-ერთი დამფუძნებელი  გერმანული კომპანია “ვიდოფონი” ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ასევე,  მათთვის გაურკვევლია,  რატომ შეეცვალა “დეკომს” მოგვიანებით სახელი, როცა პარტნიორებთან ურთიერთობას კვლავ “ვიდოფონის” სახელწოდებით აგრძელებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 31 აგვისტოს სასამართლო პროცესზე "დეკომმა" მოსამართლეს დამფუძნებელთა სრული სია და დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა, რის საფუძველზეც გამოირიცხა "დეკომის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გერმანული კომპანიის ოფშორთან რაიმე სახის კავშირი.

ამის შემდეგ, ჰერეთის ხელმძღვანელის, რამაზ სამხარაძისა და მისი ადვოკატის ყურადღება გერმანული კომპანიის სახელის ცვლილებამ მიიპყრო, რაც, საქმეში არსებული ტექნიკური დეტალია.

31 აგვისტოსა და დღენადელ სასამართლო პროცესზე “დეკომის” წარმომადგენელმა, ქეთევან ბაბუნაშვილმა განმარტა, რომ  “ვიდოფონმა” სახელის შეცვლის გადაწყვეტილება თავისი პარტნიორის, კომპანია “ვოდაფონის” სახელთან მსგავსების გამო მიიღო, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პარტნიორთან შეთანხმებით, ძველი ბრენდით, სახელწოდებით და ბლანკებით სარგებლობის უფლება დაიტოვა.

გარდა ამისა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე რადიო “ჰერეთის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი მაუწყებლობის კონცეფცია უფრო ნათელი და უკეთესი იყო, ვიდრე მედიაჰაუს “დეკომისა”, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ მიანიჭა კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ უპირატესობა “დეკომის” კონცეფციას.

 კომისიის წარმომადგენელმა თამარ ხუხუნაშვილმა კი განმარტა, რომ  “დეკომს” პროგრამაში დამატებით საბავშვო და გაცილებით მრავალფეროვანი გადაცემები ჰქონდა მითითებული, რაც განასხვავებდა “ჰერეთის” კონცეფციისგან.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 დეკემბერს 16 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე საქმის შესწავლის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.


 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

  

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^