Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 51-ადგილზეა

05 დეკემბერი, 2012 15:24

კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსით საქართველო 51-ე ადგილზეა. კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ჩაატარა და მასში 176 ქვეყანა მოხვდა. რეიტინგი მოქალაქეების გამოკითხვისა და რამდენიმე სხვა კვლევის საფუძველზე შედგა.

ქვეყნების 2/3-ს 50 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში კორიფციის კუთხით პრობლემები არსებობს. ქვეყნებში, რომლებმაც 50-დან 100 ქულამდე დააგროვეს, კორუფციის მხრივ კარგი მდგომარეობაა.

რეიტინგში 52 ქულით 51-ე ადგილზე საქართველო და სეიშელის კუნძულები მოხვდნენ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 28 ქულით 133-ე ადგილზეა რუსეთი, 105-ზე - სომხეთი 34 ქულით, 139 ადგილზე 27 ქულით - აზერბაიჯანი.

კორუფციის კუთხით საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ: დანიას, ახალ ზელანდიას, შვედეთს, სინგაპურს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ნორვეგიას, კანადასა და ნიდერლანდებს.

რეიტინგში ბოლო ადგილი მიანმამ, ჩრდილოეთ კოერამ, სომალიმ და ავრანეთმა დაიკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^