Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერაბიშვილმა არჩევნების შემდეგ საკუთარ თავს 8500 ლარის პრემია გამოუწერა

31 იანვარი, 2013 13:44

საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ, 3 ოქტომბერიდან 19 ოქტომბრამდე, ახალი მთავრობის ოფიციალურად დამტკიცებამდე, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 394 ათასამდე ლარის პრემიები გამოწერა.

მათ შორის საკუთარ თავს პრემიის სახით 8500 ლარი გამოუწერა, პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს 5 ათასი ლარი, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა 5600 ლარი მიიღო, მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი  ურთიერთობის დეპარტამენტის უფრომა  შოთა უტიაშვილმა - 5800 ლარი. აღსანიშნავია, რომ უტიაშვილმა თანამდებობრივი სარგოს 200 % - ის ოდენობის პრემია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 სექტემბერსაც აიღო.

აქვე გთავაზობთ მთავრობის კანცელარიის იმ თანამშრომლების სიას, რომლებსაც ყოფილმა პრემიერმა პრემიის სახით 5 ათასი და მეტი ლარის პრემია დაურიცხა: დავით კორახაშვილი 5400, კახა ამირანაძე - 5000 ათასი ლარი, ზაზა ნანობაშვილი- 5000 ლარი, ირმა ხუციშვილი- 7200ლ, გიორგი გოჩიტაშვილი 8100, გიორგი ბერიძე  5800, ივანე რევიშვილი 5800, ლევან მიქაბერიძე 5000 ლარი, დავით ნატროშვილი 5000, იოსებ ტოროშელიძე - 5400 , ოთარ გოგოძე 5800, კახა ლეგაშვილი 5400,  თორნიკე თურმანიძე 5800,  ზვიად პაპიძე - 8100ლ,  ამირან მესხელი 5800, ლევან ერიქაშვილი 5000, მერაბ ჯაფარიძე 5000, ქართლოს ყიფიანი 5000.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^