Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ახალი მმართველი ჰყავს

31 იანვარი, 2013 17:44

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველად დირიჟორი, თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და მთავარი კონსულტანტი, თბილისის სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ვ. ჟორდანიას სახ. დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გიორგი ჟორდანია ინიშნება.

ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს 31 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სპეციალურ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ჟორდანია ცნობილი დირიჟორი და თბილისის “ხელოვნების სააღდგომო ფესტივალის” დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.

ის 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს ოპერისა და ბალეტის თეატრში. 

მაესტრო გიორგი ჟორდანიას სადირიჟორო რეპერტუარშია როგორც საოპერო, ისე საბალეტო ნაწარმოებები. 

სხვადასხვა წლებში გიორგი ჟორდანია ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერალურ ორკესტრს -მთავარი მოწვეული დირიჟორის რანგში, 1991-92 ხარკოვის სიმფონიური ორკესტრსა და შემდგომ ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც მაესტრომ 10 წელი გაატარა, ასევე, აშშ-ში, დენვერის კამერულ ორკესტრს (მთავარი მოწვეული დირიჟორი) და ა.შ.

1999 - 2004 წლებში გიორგი ჟორდანია იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ორკესტრთან ერთად კონცერტებით მოიარა პრაქტიკულად მთელი ევროპა (გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, ისრაელი).

2000 წელს გიორგი ჟორდანია სახელმწიფო კამერული ორკესტრთან ერთად მონაწილეობას იღებს ცნობილ მევიოლინე ლიანა ისაკაძის თაოსნობით ჩატარებულ საკონცერტო მოგზაურობაში “პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში”, რომელიც საქართველოდან დაიწყო და ევროპის გავლით იერუსალიმში დასრულდა. ამავე წელს ლიანა ისაკაძესთან ერთად დააფუძნა “ბორჯომის კამერული ფესტივალი” და ოთხი წლის განმავლობაში მისი მთავარი დირიჟორი იყო.

2001 წელს იგი ხდება უკრაინის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის “ახალი მილენიუმის” გამარჯვებული - I პრემიისა და გრან პრის მფლობელი; 2001 წელსვე მას ენიჭება საქართველოს სახელმწიფო პრემია.

2005 წელს ქ; ჩატანუგაში მაესტროს იწვევენ ვახტანგ ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის ჟიური თავმჯდომარედ.

2008 წლიდან გიორგი ჟორდანია თბილისში დაარსებული “ხელოვნების სააღდგომო ფესტივალის” დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^