კანცელარია გამოეხმაურა “ლიბერალის” მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებულ ნიუსს “დეკემბერში კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა პრემიები რამდენჯერმე აიღო”
“ინტერპრესნიუსს” მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკემბერში, 20 დღის განმავლობაში სახელმწიფო კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელმა პრემია სამჯერ აიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი ინფორმაციით, რეალურად დეკემბერის განმავლობაში კანცელარიის ყველა თანამშრომელმა მიიღო ნოემბრის სახელფასო დანამატი, ასევე დეკემბერის სახელფასო დანამატი და დეკემბერის ბოლოს ყველა თანამშრომელს, კანცელარიის უფროსის გარდა, დაერიცხა საახალწლო პრემია, რომელიც სხვადასხვა ოდენობით იყო განსაზღვრული. კერძოდ, იმ თანამშრომლებს, რომელსაც ანაზღაურება დაბალი აქვთ, სრული ხელფასი ჩაერიცხათ, მათ კი, რომელთა ხელფასები შედარებით მაღალია, მხოლოდ 500 ლარი მიიღეს.
მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დეკემბერის თვეში ჩარიცხვა საჯერ განხორციელდა, თუმცა ეს დეკემბრის თვის განმავლობაში სამჯერ აღებული პრემია არ არის. პრემია გაიცა მხოლოდ დეკემბრის თვეში და ეს არის ჯამში 102 940 ლარი,” - განუცხადა ინტერესპრესნიუსს.
4 იანვარს გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მთავრობის კანცელარიაში 3 ოქტომბრიდან დღემდე ვის რა რაოდენობით პრემია დაერიცხა.
კანცელარიიდან გამოგვიგზავნეს ბრძანებები, საიდანაც პასუხად მოგვივიდა, რომ 2012 წლის 10, 21 და 28 დეკემბერს კანცელარიის უფროსმა გამოწერა პრემიები
ბრძანებებს თან ახლდა სია, რომელზე დაყრდნობითაც “ლიბერალმა” მასალა მოამზადა. http://www.liberali.ge/ge/liberali/news/113809/