სოციალური მოსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ნოე ქინქლაძეა. ეს ინფორმაცია სოციალური სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა.
ნოე ქინქლაძე 2002-2004 წლებში შპს “ინტერსერვისის” მთავარი ეკონომისტი იყო. 2004-2005 წლებში შპს “ბურჯში” მთავარი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა. 2005 – 2006 წლებში სს “ქართული ჯგუფის” ფინანსურსი დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. 2006-2012 წლებში შპს “ბურჯში” დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
სოციალური მომახურების სააგენტოს 2012 წლის მარტიდან რამაზ სულამანიძე ხელმძღვანელობს. ის ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა.