Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური დანაშაულის შეწყალებას ითვალისწინებს

07 თებერვალი, 2013 18:51

პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულებების ამნისტიის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები უგულებელყოფილი უნდა იყოს და მათ გამო სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა არ უნდა განხორციელდეს. სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებს კი ეკრძალებათ ამ გადასახადების კონტროლი ან შესწავლა.

კანონპროექტი აქამდე არალეგალური ქონების ლეგალიზებასაც ითვალისწინებს დეკლალირების საშუალებით, თუმცა დეკლაარაციები, პროექტის მიხედვით, კონფიდენციალურ ინფორმაციად ჩაითვლება. 

კანონპროექტში წერია, რომ კანონით გათვალისწინებულ პირთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ქონების მფლობელს უნდა დაუბრუნონ ან საერთოდ გაანადგურონ ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი ქონების დეკლარაციები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ქონების მფლობელს უფლება აქვს გაანადგუროს საგადასახადო დოკუმენტაციაც. 

სააკაშვილის ინიციატივა იმ მსჯავრდებულთა სასჯელისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის უკვე იდევნებიან. ამას გარდა, მათ ნასამართლეობაც უნდა მოეხსნათ.

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ გავრცელდება ტრეფიკინგის, ნარკოვაჭრობის, იარაღით ვაჭრობისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულებრივი გზით დაგროვებულ ქონებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^