Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლები "მაგთიკომის" კორპორატიული აბონენტები გახდნენ

08 თებერვალი, 2013 18:53

სახელმწიფო ორგანიზაციები, სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი უწყებები “მაგთიკომის” კორპორატიული აბონენტები გახდნენ. აქამდე აღნიშნული მოვალეობა “ჯეოსელს” ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სამთავრობო სტრუქტურებისთვის 2012 წლის 26 დეკემბერს გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერში “მაგთიკომმა” გაიმარჯვა. აღნიშნული ტენდერი კონკურენციისა და სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა, რადგან “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად, 2013 წლის 1 იანვრამდე ფიჭური სატელეფონო მომსხურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით შეუძლებელი იყო. ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული სახის მომსახურების შესყიდვაზე სავალდებულო წესით გავრცელდა კანონი, რომლის თანახმადაც: “ამ სახის მომსახურების შესყიდვა უნდა განხორცილედეს კანონით განსაზღვრული შესყიდვის საშუალებების გამოყენებით. კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო,”- განაცხადეს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

მიმწოდებელს 150 000 აბნენტისთვის უნდა გაეწია კორპორატიული მომსახურება. აქედან 50 000 უშუალოდ სამთავრობო სტუქტურების თანამშრომელია. ხოლო 100 000 - მათი ოჯახის წევრები. ტარიფის საწყისი სავაჭრო ფასი 7 თეთრი იყო, ხოლო მინიმალური ბიჯი 1 თეთრს შეადგენდა. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ის მომწოდებელი მიიჩნეოდა, რომელიც სააგენტოს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებდა. კონკურენციისა და სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს ოციფიალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, სატენდერო წინადადება “მაგთიკომსა” და “ჯეოსელს” ჰქონდა წარდგენილი. “მაგთიკომის” მიერ შეთავაზებული საბოლოო ფასი 0 თეთრი იყო, ხოლო “ჯეოსელის”  - 1 თეთრი.

შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულად “მაგთიკომი” დასახელდა: “სატენდერო კომისიამ განიხილა შპს “მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მიიჩნია, რომ იგი შესაბამისობაშია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებთან,”- აღნიშნულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენისთანავე, წინა მიმწოდებელთან ხელშეკრულება გაუქმდა. ხოლო “მაგთიკომთან” ხელშეკრულება 2013 წლის 30 აპრილამდე დაიდო.

“მაგთიკომის” ინფორმაციით, სამთავრობო სტრუქტურები ერთმანეთთან კომუნიკაციას სრულიად უფასოდ შეძლებენ, რაც ხარჯის თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნება.

“მაგთიკომში” აცხადებენ, რომ მათ ტენდერი საუკეთესო პირობების გამო მოიგეს: “ჩვენ გავიმარჯვეთ სრულიად გამჭვირვალე, სამართლიან ელექტრონულ ტენდერში, დავდეთ მინიმალური ფასი და ვამბობთ, რომ უზრუნველვყოფთ ხარისხს. სწორედ ეს იყო ის, რაც ვერ შეძლო კონკურენტმა კომპანიამ.”

ტენდერში “მაგთიკომის” გამარჯვება ყველაზე მეტად პედაგოგებისთვის იქნება ხელსაყრელი. რადგან ამ დრომდე ისინი “ჯეოსელის” კორპორატიული აბონენტები იყვნენ და ხელფასიდან ყოველთვიურად 3 ლარი ექვითებოდათ.

2011 წელს “ლიბერალში” გიორგი მგელაძის სტატია გამოქვეყნდა, სადაც პედაგოგები კორპორატიული ნომრების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. “ჯეოსელისა” და სკოლის დირექტორთა განცხადებით, პედაგოგებმა თვითონ გააფორმეს ხელშეკრულებები. თუმცა პედაგოგთა თქმით, მათ არანაირი ხელშეკრულება არ დაუდიათ “ჯეოსელთან” და კორპორატიული ნომრების ამბავიც მათთვის არცთუ სასურველი მოულოდნელობა იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^