
იუსტიციის სახლში იურიდიული დახმარების საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე, ამერიკელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე დისკუსიას მართავს.
დისკუსიას ნახევარი საათის წინ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილიც შეურთდა. დარაბზში შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. უსუფაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტის სასახლეში რვა საათზე დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. მისივე თქმით, შეხვედრას უცმირესობის წევრი დავით ბაქრაძეც დაესწრება. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს, 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება.
როგორც ის ამბობს, მხარეები ერთმანეთის პოზიციას ბევრ რამეში არ ეთანხმებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ დიალოგი შესაძლებელია.