Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ტერიტორიაზე სამი ძეგლის რესტავრაციაში მონაწილეობის მიღებას ეცდება

12 თებერვალი, 2013 20:02

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აფხაზეთის ტერიტორიაზე ილორის, ბედიისა და მოქვის ტაძრების რეაბილიტაციაში ჩართვის ინიციატივით გამოდის. ძეგლების რეაბილიტაციის სურვილი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბიმ გამოხატა, რის შემდეგადაც რეაბილიტაციის პროცესში ქართულმა მხარემ მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. კულტურის სამინისტრომ რეაბილიტაციაში მონაწილეობა შესაძლოა იუნესკოს დახმარებით მოახერხოს. 

"ანქვაბიმ მეცნიერებს და პროფესიონალებს სარეაბილიტაციო პროექტის შემუშავებისკენ ახლახან მოუწოდა, ასე რომ ეს იდეა ჯერჯერობით იქაც ჩანასახის მდგომარეობაშია. პროექტების შემუშავებას ნახევარი წელი მაინც სჭირდება. რესტავრაცია, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება. ვესაუბრე აფხაზ მეგობრებს, რომ სასურველია ჩვენი სპეციალისტიც ჩაერთოს რესტავრაციაში. ჯერჯერობით დრო გვაქვს და არ ვაწუხებთ იუნესკოს. თუ უარს გვეტყვიან, შემდეგ მივმართავთ იუნესკოს."- ამბობს ოდიშარია. 

როგორც მინისტრი ამბობს, ბედიისა და მოქვის ტაძრები მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ილორის ტაძარი არასათანადოდაა რესტავრირებული.

"ილორის რესტავრაცია ორი წლის წინ ჩატარდა და რომ ვნახე, ისეთი შელესილი იყო, სუპერმარკეტსა და რესტორანს ჰგავდა." - ამბობს გურამ ოდიშარია.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ძეგლების რესტავრაციაში ჩართვის სურვილი იუნესკოს დახმარებით ქართულ მხარეს ადრეც ჰქონდა, თუმცა მაშინ ვერ გადაწყდა იუნესკოს ექსპერტები რომელი მხრიდან შევიდოდნენ ოჩამჩირის რაიონში. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^