„სტუდია მონიტორის“ მასალის მიხედვით, ბექა ახლოური 2012 წლის 18 ოქტომბრიდან, თსუ-ში მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტია. ის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე - პრეზიდენტი იყო.
2011 წლის 15 აპრილს საინიციატივო ჯგუფ „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე ჩხუბი მოხდა. სტუდენტები ძალადობაში სტუდენტური თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად ბექა ახლოურსაც ადანაშაულებდნენ. ინციდენტი ამ ამბიდან 1 წლის შემდეგაც მოხდა. ერთ-ერთი დაზარალებული თორნიკე უსტარაშვილი ამბობდა, რომ თვითმმართველობის წევრებმა მასზე შური ბლოგის გამო იძიეს, სადაც თვითმმართველობის წინააღმდეგ კრიტიკულ მასალებს აქვეყნებდა. უსტარაშვილი მოძალადეებს შორის ბექა ახლოურსაც ასახელებდა. რექტორის დაპირების მიუხედავად ამ ფაქტის გამო არავინ დასჯილა.