Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში წითელასთან დაკავშირებით უფასო სავალდებულო ვაქცინაცია ჩატარდება

05 მარტი, 2013 18:58

თბილისში უფასო სავალდებულო ვაქცინაცია ჩაუტარდება ყველა იმ პირს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ წითელათი დაავადებულებთან , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია მარტში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამყრელიძის ცნობით, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის ყველა იმ პირს, რომელსაც წითელათი დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი. 30 წლის ზემოთ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. გამყრელიძის განმარტებით, ასევე, უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 1-იდან 7 წლამდე იმ ბავშვებს, რომელთაც წითელას აცრა ჩატარებული არ აქვთ. 
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ წითელას ვაქცინაცია წითურასა და ყბაყურასთან ერთად სავალდებულო აცრების ეროვნულ კალენდარშია. 
მისი ცნობით, ბოლო კვირეების განმავლობაში თბილისში წითელას ინფექციის შემთხვევების მატება შეინიშნება. გამყრელიძის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია წითელას დაავადების 67 შემთხვევა, მათგან 60 - თბილისში. გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად, ბოლო წლებში წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^