Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს

05 აპრილი, 2013 15:00

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას და პარლამენტის მიერ მის დამტკიცებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს.

როგორც კომიტეტის დასკვნაშია ნათქვამი, ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა ბრალდებულის უფლებაა და პროკურორის სავალდებულო თანხმობით მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს, რადგან ეს ინსტიტუტის არსს ეწინააღმდეგება. იურიდიული კომიტეტი სწორედ ამ მოტივით არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს.

აღნიშნული საკითხის განხილვა თავის დროზე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კომიტეტი საკუთარ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანი არ იყო და არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც კანონპროექტს მხარს უჭერენ.

საუბარია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე, ხანგრძლივი კამათის შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ 226-ე მუხლის I ნაწილის იმგვარად კორექტირებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თუკი წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს. 

კანონპროექტ წინააღმდეგობას ნაცმოძრაობის წევრები უწევენ. უმცირესობის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტით ბრალდებულს არჩევანის საშუალება ეზღუდება და იგი პროკურორს ეძლევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^