Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასაქმებულები თავიანთი სამსახურის შესახებ

07 მაისი, 2013 19:25

CRRC „კავკასიის ბარომეტრის“ თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 35% თავს დასაქმებულად თვლის: 22% სრულ ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, 13% კი თვითდასაქმებულია.

დასაქმებულთა 72% საერთოდ ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამსახურში მის შრომას აფასებენ. თუმცა, ეს რიცხვი 23%-ით მცირდება, როდესაც საქმე ანაზღაურებას ეხება. ამ შემთხვევაში, დასაქმებულთა 49% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მას სათანადო ანაზღაურება აქვს, 47% კი საპირისპიროს ამბობს (4%–ს უჭირს პასუხის გაცემა). უნდა აღინიშნოს, რომ დაქირავებულ მუშაკებთან შედარებით თვითდასაქმებულთა შორის  19%-ით ნაკლები თვლის, რომ სათანადო ანაზღაურებას იღებს (იხ. დიაგრამა).

დასაქმებულთა 38% ამბობს, რომ სამსახურით კმაყოფილია, 45% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, 15% კი  აცხადებს, რომ  უკმაყოფილოა.  თვითდასაქმებულებს შორის სამსახურით უკმაყოფილოთა რაოდენობა  გაცილებით მეტია,  ვიდრე დაქირავებულ მუშაკებს შორის (შესაბამისად, 27% და 9%).

„კავკასიის ბარომეტრი“ არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2012 წლის გამოკითხვა ჩატარდა ოქტომბრის ბოლოს–ნოემბრის დასაწყისში. საქართველოში გამოკითხული იქნა 2502 რესპონდენტი ქვეყნის ყველა რეგიონში. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის. შედეგები შეწონილია. ცენტრის კვლევების შედეგები ხელმისაწვდომია საიტზე www.crrc.ge/oda

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^