Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ახალი შრომის კოდექსი ორივე მხარეზეა მორგებული"

08 მაისი, 2013 17:28

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი დაინტერესებულ მხარეებთან იყო შესათანხმებელი. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გარშემო დროდადრო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, რადგან იგი ახლოა საერთაშორისოდ აღიარებულ მოდლეთან: „ძალიან დისკრიმინაციული შრომის კოდექსი გვქონდა. ახლა კი ყველაზე ახლო ვართ იმ მოდელთან, რომლითაც ორივე მხარე, დამსაქმებელი და დასაქმებული, თანაბარ პირობებში იქნებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტში კონკრეტული სფეროების სპეციფიკაცაა გათვალისწინებული: „მაგალითად, თქვენ, ჟურნალისტებს ისეთი სამუშაო გაქვთ, თქვენი სამუშაო დღე ექვსს საათზე ვერ დამთავრდება და შეიძლება, ღამის ორ საათამდეც მოგიწიოთ მუშაობა. ეს კი თქვენს ხელფასზე უნდა აისახოს ან მეორე დღეს ნაკლები უნდა იმუშაოთ.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^