"ლიბერალის" კორესპოდენტის ცნობით, ვაჩნაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების ნაწილი იყო შეკრებილი. ამ ადგილას შეძახილებით მივიდნენ რელიგიური პირები და მრევლის წარმომადგენლები და ამ ადამიანებს ქვები ესროლეს. პატრულმა მოახერხა აქციის მონაწილეთა სამარშუტო ტაქსიში აყვანა და ტერიტორიიდან გაყვანა. თუმცა მრევლის ნაწილი მათ მაინც გაჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ადგილზე მისულია სახალხო დამცველიც.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესცენტრში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, წმ. მიხეილის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.