ამ წუთებში იურისტიის საბჭოს წევრთა კენჭისყრა იწყება. კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობს. დარბაზში ხუთი სარჩევნო კაბინაა დამონტაჟებული.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების ნაწილს საკუთარი ხედვა არ წარმოუდგენია იმის შესახებ თუ რას გაკეთებს საბჭოში არჩევის შემთხვევაში. ეს ფაქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძემ გააპროტესტა.
"კეთილი ინებონ და უპასუხონ ჩვენს კითხვებს. ჩვენ გვაინტერესებს ვინ იქნებიან იუსტიციის საბჭოში ჩვენი წარმომადგენლები.” – განაცხადა ნათია წკეპლაძემ.
აღნიშნული საკითხის შესახებ მოსამართლეებმა კენჭისყრა ჩატარეს. თუმცა კანდიდატების მოსმენის სურვილი 237 მოსამართლიდან მხოლოდ 64 გამოთქვა. შესაბამისად წინადადება ჩავარდა.