ხმის დამთვლელმა კომისიამ იმ ბიულეტენების დათვლა დაასრულა, რომლითაც მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის საბჭოს ოთხ წევრს ირჩევდა. შედეგების მიხედვით გაირკვა რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა კანონით განსაზღვრული ხმათა რაოდენობის ორი მესამედი. კანონის მიხედვით, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც გამარჯვებული იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ ის სხვა მოსამართლეებზე მეტ ხმას დააგროვებს და ამავდროულად ეს ხმები დამსწრე მოსამართლეთა ერთ მეოთხედზე მეტი იქნება.
ამ წუთას ხმის დამთვლელი კომისია იმ ბიულეტენების შედეგებს აცხადებს, რომლითაც მოსამართლეებმა სამ კვოტირებულ ადგილზე თავჯდომარე მოსამართლეები აირჩიეს.
პირველი ტურის შედეგად ყველაზე მეტი – 135 ხმა მიიღო ლევან მურუსიძემ, 119 ხმა – ილონა თოდუამ, 98 – პაატა სილაგაძემ, 71 – მაია ბაქრაძემ. 70 – დიანა ბერეკაშვილმა, 52 – ბესიკ სისვაძემ, 45 – ირაკლი ადეიშვილმა, 42 – თამარ ალანიამ, 40 – თამარ ზამბახიძემ, 33 – დურმიშხან ჟორჟოლიანმა, 32 – დავით ღიბრაძემ, 31 – ინგა კვაჭანტირაძემ, 25 – იოსებ ბაღათურიამ, 24 – ზაზა მარტიაშვილმა, 23 – ლელა ცანავამ, 19 – ეკა არეშიძემ, 19 – ბადრი კოჭლამაზაშვილმა, 14 – ეკატერინე ცისკარიძემ, 13 – შორენა გუნცაძემ, 10 – გიორგი გოგინაშვილმა.