Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების დამტკიცებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

12 ივნისი, 2013 13:06

პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე  წევრების დამტკიცების საკითხი გადის. პარლამენტი ასევე ამტკიცებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრს. 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 ადგილზე 35 კანდიდატურა შეირჩა, ხოლო კოლეგიაში 2 ადგილზე - 5 კანდიდატურა. 
ეს იუსტიციის საბჭოს ის კანდიდატები არიან, რომლებიც იურიდიული პროფილის ორგანიზაციების უმაღლესი სასწავლებლებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დასახელდა. 
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ახალი წესით დაამტკიცებს. 
მათ ასარჩევად პირველ ტურში საჭიროა 2/3 ქვორუმი, თუ კანდიდატები ამ რაოდენობის ხმას ვერ მიიღებენ, ტარდება მეორე ტური, სადაც ხმათა უმრავლესობით შესაძლებელია 4 წევრის დამტკიცება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 ქვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული.

მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველი ორგანოა, 9 ივნისს საკუთარი რიგებიდან შვიდი წევრი აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ორგანოში, რომელიც  სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^