Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ს საელჩო განმარტებას აკეთებს

19 ივნისი, 2013 17:59

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. შეხვედრას არ ესწრებოდა აშშ-ს ელჩი, რიჩარდ ნორლანდი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც დისკუსია მოჰყვა, აშშ-ს საელჩო განმარტებას აკეთებს. საელჩოს ინფორმაციით, "ელჩი არ იყო შეხვედრაზე, რადგან ამ დროს მას სხვა შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. თუმცა, შეხვედრას ესწრებოდა საელჩოს სამი მაღალი რანგის თანამშრომელი, მათ შორის, მრჩეველი საერთაშორისო სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში".

მინისტრთან შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული კორპუსის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ასევე ლატვიის, იტალიისა და ჰოლანდიის ელჩები.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^