CRRC „კავკასიის ბარომეტრი 2012-ის“ თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 55%-მა განაცხადა, რომ გასული 6 თვის განმავლობაში ან თანხა გაიღო ქველმოქმედებისთვის, ან ფული შესწირა ეკლესიას/მეჩეთს. პირობითად, ამ ჯგუფს ქველმოქმედებად მოვიხსენიებთ, დანარჩენ 45%-ს კი – არაქველმოქმედებად.
აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედები არაქველმოქმედებთან შედარებით, მეტად ენდობიან ადამიანებს. ქველმოქმედთა 42% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც შემიძლია სრულად ვენდო". მათგან განსხვავებით, არაქველმოქმედთა შორის იგივე აზრისაა გაცილებით ნაკლები - 29%. აგრეთვე, არაქველმოქმედთა მხოლოდ მესამედი (32%) სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი იმედიც შემიძლია მქონდეს გასაჭირში", ქველმოქმედთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 14 პუნქტით იზრდება და 46%-ს უტოლდება.
გარდა ამისა, ქველმოქმედებს გაჭირვების დროს ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლების დახმარების მეტი მოლოდინი აქვთ. ავად გახდომის შემთხვევაში, ქველმოქმედთა 39% მოელის, რომ მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მოუვლიან - ანალოგიურ სიტუაციაში არაქველმოქმედთა 28%-ს აქვს ახლობლების დახმარების იმედი; მაშინ, როდესაც ქველმოქმედთა 40%-ისთვის სავსებით მოსალოდნელია, რომ ახლობლები მათ ორი კვირით ფულს ასესხებენ, არაქველმოქმედთა მხოლოდ მეოთხედი (25%) ამჟღავნებს მსგავს მოლოდინს (იხ. დიაგრამა).
CRRCბლოგი ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:http://blog.crrc.ge/2013/06/blog-post.html.
„კავკასიისბარომეტრი“ არისკავკასიისკვლევითირესურსებისცენტრის (CRRC) ყოველწლიურიგამოკითხვა, რომელიცტარდებასაქართველოში, სომხეთსადააზერბაიჯანში. 2012 წლისგამოკითხვაჩატარდაოქტომბრისბოლოს–ნოემბრისდასაწყისში. საქართველოშიგამოკითხულიიქნა 2502 რესპონდენტიქვეყნისყველარეგიონში. შედეგებიწარმომადგენლობითიასაქართველოსმოსახლეობისთვის.შედეგები შეწონილია.ცენტრისკვლევებისშედეგებიხელმისაწვდომიასაიტზეwww.crrc.ge/oda.