
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე მთავარ პროკურორს მიუწოდებს, მამუკა მიქაუტაძესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-გან მთავარმა პროკურატურამ გადაიბაროს.
როგორც მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას არ უნდა აწარმოებდეს ის უწყება, რომლის შიგნითაც სავარაუდოდ დანაშაული მოხდა.
"ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ გამოძიებას აწარმოებდეს არა ის უწყება, რომლის შიგნითაც სავადაუდოდ დანაშაული მოხდა, არამედ სხვა უწყება. მთავარ პროკურორს აქვს იმის კომპეტენცია, რომ ამ საქმის გამოძიება გადააბაროს პროკურატურას", - განაცხადა მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მიქაუტაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.