Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვთ წაყენებული

11 ივლისი, 2013 15:15

რუსუდან კერვალიშვილს ბრალი იმ დანაშაულთათვის წარედგინა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითაა გათვალისწინებული. აღნიშნული მუხლი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით მრავალგზის თაღლითობას გულისხმობს. ასევე 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებას. ამავე მუხლებით ბრალი მაია რჩეულიშვილსაც წარდეგინა.

ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ივანე ცაგურიასაც წარედგინა, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს. ცაგურიას ასევე ბრალად ედება 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვაში.

გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“-ს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე შპს „დექსუსი“-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს „ალიანს კაპიტალი“-ს საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^