კიროვის მხარის სასამართლომ ცნობილი ბლოგერი და ოპოზიციონერი, მოსკოვის მერობის კანდიდატი, ალექსეი ნავალნი განაჩენის ძალაში შესვლამდე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილ ბლოგერსა და ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ალექსეი ნავალნი "კიროვოლესის" საქმეში 16 მილიონი რუბლის პროდუქციის მითვისებაში დაადანაშაულეს.