ამ დროისთვის კუს ტბის მიმდებარე ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების თანამშრომლები ნერგებს იღებენ. მათი განცხადებით, დავალებული აქვთ ნერგების ამოღება და მათი მაღლივის ტერიტორიაზე გადატანა. შემოღობილ ადგილზე სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ჯერჯერობით ვერ შედის და იქ ნერგებს ხელით იღებენ, რაც იქვე შეკრებილი სპეციალისტების განმარტებით, ნერგებისთვის ნაკლებად უსაფრთხოა.
აქვე არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. "უსაფრთხო სივრცის" თავმჯდომარე ანა გაბრიაძე რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ დროისთვის შემოღობილია 2500 კვადრატული მეტრი, სადაც რესტორნის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დგას სპეციალური ბანერი, რომელიც მშენებლობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში მორიგეობის მიზნით, შეიკრიბნონ და ნერგების ამოღებას ხელი შეუშალონ.
დამატებით ინფორმაციასა და ვიდეომასალას "ლიბერალი" მოგვიანებით მოგაწვდით.