თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაბედავას 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გუშინ სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტში სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო. მას 166-ე მუხლით ედებოდა ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე გაბედავამ აღიარა, რომ ერთ პირს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მას კი არა, საზოგადოებას უხდის ბოდიშს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გიორგი გაბედავასა და ბაჩო ახალაიას ადვოკატს შორის შელაპარაკება მოხდა.
გიორგი გაბედავა ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა.