შეწყალების კომისია დღეს 500-მდე პატიმრის საქმეს განიხილავს, საიდანაც 40 ქალი და ოთხი არასრულწლოვანია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა. შეწყლაების კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისიაში 1200-ზე მეტი განცხადება იყო შესული, მაგრამ მათ უმრავლესობას სასჯელის ნახევარი არ ჰქონდა მოხდილი და საქმის განხილვაზე უარი ეთქვა. სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეცემა და შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27 ან 28 აგვისტოს დატოვებენ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდეტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს მიხეილ სააკაშვილს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით სარგებლობის, ნასამრთლობისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესაძლებლობა ექნებათ.