Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასავლეთ საქართველოს ციკლონი უახლოვდება

03 სექტემბერი, 2013 14:55

"4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი," - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, საჭიროების შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^