Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ბარათშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

17 სექტემბერი, 2013 18:16

დღეს, 17 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თბილისის სამოქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გიორგი ბარათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბერს მიიღო.

სასამართლოში ბარათაშვილის ინტერესებს  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” იურისტი მარიამ ქოქოსაშვილი იცავს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან 2013 წლის 4 მარტს გაათავისუფლა პირველად. 6 თვე ჯერ გასული არ არის, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ 6 სექტემბრის გადაწყვეტილება არაკანონიერია. ამასთან ჩვენ გვაქვს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ოქმში არ იყო მითითებული თუ რა მიზეზით მოხდა გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადება.” - ამბობს მარიამ ქოქსაშვილი. მისივე თქმით, საიამ სასამართლოში მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა შეიტანა.

პირველად სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა 2013 წლის 4 მარტს გამოუცხადა, ხოლო 2013 წლის 29 აპრილს უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^