
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) თავჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანება მილორავას დანიშვნის შესახებ 17 სექტემბრით თარიღდება.
ირინა მილორავა პროფესიით სამართალდამცავი და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტია. 1996-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში , ხოლო 2000-2002 წლებში პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებში. 2002 წელს მილორავა ჩაერთო საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობაში.
2006 წლიდან ირინა მილორავა ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეა. 2009 წლიდან ესკოს გენერალური დირექტორი.