Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორისთვის სასჯელის ზომები მკაცრდება

18 სექტემბერი, 2013 12:34

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება, 112-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომაც განისაზღვრება.

კერძოდ, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. კანონპროექტით, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იზრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

რაც შეეხება „112“-ის  არამიზნობრივ გამოყენებას, თუ ეს კეთდება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.


გარდა ამისა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, „112“-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

კანონმდებლობით სანქციების გამკაცრების პარალელურად, ზუსტდება, რომ „112“-ის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში ათი ან მეტი შეტყობინების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინების ინიციატორი აზუსტებს, ავსებს ან აკონკრეტებს გადაუდებელი დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

კანონპროექტით, აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, განმეორების შემთხვევაში კი - სასამართლო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^