Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს “გრძელი ნათელი დღეების“ პრემიერა გაიმართება

19 სექტემბერი, 2013 17:20

დღეს 19:30 საათზე საქართველოს კინოთეატრებში “გრძელი ნათელი დღეების“ პრემიერა გაიმართება. მისი ნახვა ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ფილმის შემდეგ  21: 15 საათზე მაყურებელს საშუალება  ექნება, შეხვდეს მსახიობებსა და რეჟისორებს და დასვას კითხვები. საუბრებს გაუძღვებიან :

20 სექტემბერი - გოგი გვახარია ;

21 სექტემბერი - ანა კორძაია-სამადაშვილი;

22 სექტემბერი -ლევან გიგინეიშვილი;

23 სექტემბერი - სალომე ასათიანი ;

24 სექტემბერი - ლევან ბერძენიშვილი ;

25 სექტემბერი - რატი ამაღლობელი ;

26 სექტემბერი - ლაშა ბაქრაძე.

ბათუმში , კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმი 22 სექტემბრიდან გამოვა.

ნანა ექვთიმიშვილისა და მისი გერმანელი მეუღლის სიმონ გროსის  ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია არაერთი ფესტივალის პრიზის მფლობელი გახდა:

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული;

ჰონკონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული;

„ვოისის“ ევროპული კინოფესტივალის გამარჯვებული;

პარიზის კინოფესტივალის გამარჯვებული ;

ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული;

სარაევოს კინოფესტივალის ტრიუმფატორი;

შეგახსენებთ , რომ კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში „ოსკარზე“ განაცხადი სამი ქართული ფილმის ავტორებმა წარადგინეს -„გრძელი ნათელი დღეები“ (რეჟ : ნანა ექვთიმიშვილი , სიმონ გროსი ) , „მანქანა , რომელიც ყველაფერს გააქრობს“ (რეჟ: თინა გურჩიანი)  და „იბრძოლე“ (რეჟ:გიორგი მეგრელიშვილი). 17-წევრიანმა კომისიამ სამივე ფილმის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ერთობლივი გადაწყვეტილებით „ოსკარზე“ წარსადგენად ფილმი „ გრძელი ნათელი დღეები“ შეარჩია.  თუმცა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებამდე ფილმმა კიდევ მრავალი ტური უნდა გაიაროს. გასვლის შემთხვევაში , „In bloom”  ნომინაციაში „ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ წარდგება. ამ ნომინაციაში მოსახვედრად 70 უცხოენოვანი ფილმი იბრძვის . „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წლის 2 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^