
iOS7-ის ოფიციალური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Iphone, Ipad და Ipod touch-ისთვის. აქამდე მხოლოდ ამ ოპერაციული სისტემის „დაუმთავრებელი ვერსიების“ (iOS 7 Beta X) ფუნქციების გამოცდა იყო შესაძლებელი. iOS 7 წინა ვერსიისგან ბევრად განსხვავებულია- შეიცვალა დიზაინი , დაემატა მრავალი ახალი ფუნქცია . ახალი ფერთა პალიტრა და ტიფოგრაფია.
ყველაზე საჭირო ფუნქციებს მოხმარებელი ძალიან სწრაფად უკავშირდება. თითის ქვემოდან ზემოთ ერთი მოძრაობით ფრენის რეჟიმის, wi-fi-ს , Bluetooth-ის, ფუნქცია „Do no disturb”-ის, კამერის და სხვა პროგრამების ჩართვა გამორთვა გახდა შესაძლებელი. ასევე დამატებულია ახალი მელოდიები, 33 კედლის ფოტო, პანორამული გადაღების რეჟიმი, არასურველი ნომრის დაბლოკვის ფუნქცია, iTunes Radio და ა.შ. თითქმის ყველა პროგრამა გაახლებული და გაუმჯობესებულია.
მომხმარებელს შეუძლია როგორც თავად , ასევე საქართველოში Apple პროდუქციის დისტრიბუტორ კომპანიებში სპეციალისტის დახმარებით ახალი iOS7-ის დაყენება.