დღეს საზგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემის აღდგენის საკითხზეც უნდა იმსჯელოს. ბორდის სხდომაზე დასწრებას გეგმავდა ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, თუმცა ის ბორდის სხდომას არ ესწრება. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებზე ეკა კვესიტაძე რუსთავი-2-ს ესაუბრა.
“როდესაც ჩვენ, მე და ბატონო დავით პაიჭაძე, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან ვბრუნდებოდით, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტელევიზიის შენობაში იმყოფებიან ე.წ. პოლიტპატიმრები. ჩემთვის ნათელი გახდა ბატონი ტყემალაძის სცენარი. მან ეს ადამიანები ტელევიზიაში დაპატიჟა ცირკის მოსაწყობად, სხვანაირად ისინი შენობაში ვერ შევიდოდნენ. ეს იქნებოდა იაფასიანი შოუ და ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდი.” - განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
მაუწყებლის სააქტო დარბაზში, სადაც პირდაპირი ეთერით გადაიცემა ბორდის სხდომა, ჟურნალისტებთან ერთად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებიც იმყოფებიან.
სხდომის პარალელურად ტელეკომპანიის ეზოში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადეში დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემების აღდგენას ეწინააღმდეგებიან.