Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსინათლო მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი დაიბეჭდა

18 ოქტომბერი, 2013 17:29

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსინათლო მოსწავლეებისთვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი დაბეჭდა. სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით არის შესრულებული.

ასევე წელს, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით არსებულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა 8 სკოლა-პანსიონის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ. გარდა ამისა, ყველა საჯარო სკოლაში, რომლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, დამატებითი პერსონალი-მასწავლებელი დაინიშნა.

უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეებისთვის პანსიონურ მომსახურებას საქართველოში მხოლოდ თბილისის 202-ე საჯარო სკოლა ასრულებს. 202-ე საჯარო სკოლაში დღეისთვის 49 მოსწავლე ირიცხება. პანსიონში სწავლება მიმდინარეობს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოებით.

წელს სკოლას 5 მეთორმეტეკლასელი ჰყავს. სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^