Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი მეცნიერული აღმოჩენა - მეხუთე თავის ქალა დმანისიდან

18 ოქტომბერი, 2013 18:22

ჟურნალმა Science-მა 18 ოქტომბერს სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით - ’’სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია". მისი ავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან.

დმანისის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას ჟურნალი Science უკვე მესამედ უძღვნის ვრცელ სტატიას. 2005 წლის არქეოლოგიური გათხრებისას 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში აღმოჩენილი თავის ქალა, ლაბორატორიულად 8 წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ამავე ინდივიდს მიეკუთვნება 2000 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბა. ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა.

აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა დავით ლორთქიფანიძესა და ლეო გაბუნიასთან ერთად იკვლევდა აღნიშნულ თავის ქალას.

მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ აფრიკაში მცხოვრები ადამიანები, მილიონ ნახევარი წლის წინ იმ ტერიტორიაზე ვითარდებოდნენ და ნახევარი მილიონი წლის წინ გადაბარგდნენ ევრაზიაში. დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაახლოებით მილიონ 800 ათასი წლის წინ, საქართველოში უკვე ბინადრობდა ჰომინიდი, რომელიც მსგავსი იყო აფრიკული ჰომინიდისა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ბინადრობდა, არამედ შთამომავლობაც კი შექმნა.

’’ჩვენ გვაქვს ჰომინიდის ყველაზე ღრმა მოხუცის თავის ქალა და ქვედა ყბა, რომელსაც არც ერთი კბილი არ გააჩნია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ ყბებზე კბილების ფოსოები ძვლის ქსოვილითაა შევსებული. ეს იმას ნიშნავს,რომ როცა ამ უძველესმა ადამიანმა კბილები დაკარგა, იმის მერეც გააგრძელა სიცოცხლე, მაშასადამე, ამ ადამიანზე ვიღაც ზრუნავდა. ჩვენ გვაქვს შუახნის ადამიანის თავის ქალაც და ქვედა ყბაც და გვაქვს მოზარდის ქვედა ყბა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ადამიანმა ფეხი მოიკიდა სამხრეთ კავკასიაში, განიცადა ტრანსფორმაცია და სწორედ აქედან გავრცელდა როგორც აზიისკენ (აღმოსავლეთში), ისე ჩრდილოეთისკენ. დღეს ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალი წერს, რომ საქართველოში აღმოჩნდა ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი ადამიანი, რომელიც არც გერმანელია, არც ფრანგი, არც ესპანელი თუ ინგლისელი... ის არის ქართველი. თუ მსოფლიოს ანთროპოლოგები ეჭვის თვალით უყურებდნენ და სკეპტიკურად უყურებდნენ ქართველი მეცნიერების აღმოჩენასა და დასკვნებს, დღეს ეს დასკვნები მსოფლიოში აღიარებულია,’’ ამბობს აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^