Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია დამოუკიდებელი ვერ იქნება"

23 ოქტომბერი, 2013 18:31

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით (მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი), ერთი მხრივ, მოქმედი კომისიონერების დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკურად მოტივირებული ხდება ახალი კომისიონერების შერჩევის პროცედურა",- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი წყვეტს. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ძველი ვერსიის თანახმად, ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის განკარგულებას სასამართლოს  გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არ გამოსცემდა, რითაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წევრის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად კი  კომისიონერის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან პარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე  კომისიონერს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეზღუდება.

კომისია მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემადგენლობა თავისი გადაწყვეტილებების მიღების დროს ვეღარ იქნება დამოუკიდებელი. კომისია განმარტავს, რომ სავარაუდოდ, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას კომისიონერი საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში, ქვეცნობიერად, დასარეგულირებელ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განწყობასაც გაითვალისწინებს:

"საქართველოს პარლამენტის ეს უფლებამოსილება ჩვენი აზრით, დამოკლეს მახვილის ფუნქციას  შეუსრულებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და ხელშეუხებლობაზე".

კომისია ყურადღებას კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს. კერძოდ, ამავე კანონში შესულ ცვლილებებამდე კომისიონერის ვაკანტურ თანამდებობაზე  კანდიდატის შერჩევისას საქართველოს პარლამენტის წევრები ხმას ფარული კენჭისყრით აძლევდნენ. კანონის ახალ რედაქციაში კი კომისიონერის ასარჩევად ფარული კენჭისყრა გათვალისწინებული აღარ არის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებებით გამოწვეული აუცილებლობა გახდა. საქართველოს პარლამენტის ეს დასაბუთება, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების როგორიცაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, არცთუ უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდა",- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^