Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"საზოგადოებრივი დამცველი": "კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის ნაწილს ხმის მიცემის უფლება ეზღუდება"

27 ოქტომბერი, 2013 14:55

"საზოგადოებრივი დამცველი" საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ხმის მიცემა ეზღუდება.

"მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, გააკეთოს არჩევანი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ახერხებს ხმის მიცემას. დღეს ქარელისა და გორის რამდენიმე სოფელში საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ვერ გადმოდის და ვერ აძლევს ხმას. პრობლემებია სოფელ დიცში, თამარაშენში და გუგუტიანთკარში," - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

გარდა ამისა, ქარელის №33 საარჩევნო ოლქში # 41 საარჩევნო უბანში (მოხისი) დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა დაკვირვებელს საარჩევნო უბანზე, რის შესახებაც დაიწერა საჩივარი.

გორის № 32 საარჩევნო ოლქში, მეჯვრისხევის # 54 უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ იყო მცდელობა მართვის მოწმობის მეშვეობით ხმის მიცემისა, დამკვირვებელმა გააპროტესტა და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა. იმავე ოლქის № 66 საარჩევნო უბანზე მარკირების პროცედურის გარეშე იყო მცდელობა ამომრჩევლის გატარებისა, თუმცა დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ აღმოიხრვა დარღვევა.

ორგანიზაციაში შედარებით სერიოზულ დარღვევად აფასებენ გორის № 32 საარჩევნო ოლქში კარალეთის № 100 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ შემთხვევას, სადაც ბიულეტენის შეკვრას თავზე არ აღმოაჩნდა სპეციალური ყუა. ამის შესახებ დამკვირვებლებმა სპეციალური საჩივარი დაწერეს.

"საზოგადოებრივი დამცველის" განცხადებითვე, გორის №32 საარჩევნო ოლქში კარბის №42 უბანზე საკონტროლო ფურცლის ჩაგდებისას დროის მითითება გამორჩათ და შემდგომ მოხდა ჟურნალში ჩანიშვნა, რის შესახებაც ასევე საჩივარი იწერება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^