ევროკავშირის შუამავლები უკრაინაში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დაპატიმრებული იულია ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად ჩავიდნენ. წარმატებული გარიგება ევროკავშირსა და უკრაინას შორის გზას გაუხსნის უპრეცედენტო თანამშრომლობისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, პარალელურად კი რუსეთთან ახალ განხეთქილებას წარმოშობს.
ევროკავშირის მედიატორები უკრაინაში სამშაბათს დაბრუნდნენ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გამართონ ტიმოშენკოს გათავისუფლების საკითხზე, რათა უკანასკნელად სცადონ ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების გადარჩენა.
ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაც ვილნიუსში, 28 ნოემბერს ჩანიშნულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეა დაგეგმილი, ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოიცავს.
პაქტი, სავარაუდოდ, გააღრმავებს უკრაინის თანამშრომლობას ქვეყნის დასავლელ მეზობლებთან, რის პარალელურადაც რუსეთთან არსებულ დაძაბულობას გაამწვავებს.
ოფიციალური მოსკოვი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკონომოკურ ინტეგრაციას ევროკავშირში, ზეწოლას ახდენს მასზე და ცდილობს ქვეყანა შეუერთდეს სავაჭრო ბლოკს, რომელიც ცნობილია, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გაერთიანება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს, თუმცა აცხადებენ, რომ ოფიციალურ კიევს შესაძლოა არ აღმოაჩნდეს საკმარისი პოლიტიკური ნება იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებსაც ამ პარტნიორობის ნაყოფიერად ქცევა შეუცლია.
წყარო - http://www.spiegel.de