
თბილისის მე-16 ჯაზ ფესტივალი მარკუს მილერმა გახსნა. იგი უკვე მესამედ ეწვია ფესტივალს, ამჯერად განახლებული ბენდით: დრამერი რობერტ სირაიტი, გიტარისტი ადამ აგატი, პიანისტი ბრეტ უილიამსი და საქსაფონისტი ალექს ჰანი.
ბენდმა ახალი პროექტი Renaissance ჩამოიტანა, რომელიც მათი ბოლო სტუდიური ალბომის სახელწოდებაცაა. იგი სულ 13 კომპოზიციისგან შედგება. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი მარკუს მილერმა მაილს დევისისადმი მიძღვნილი კომპოზიციით დაასრულა.
ჯაზ ფესტივალის მეორე დღე ავიშაი კოენის და მისი სიმებიანი ბენდის კონცერტით გაგრძელდა. ფესტივალის ბოლო დღე კლასიკური პოპის უდიდესმა წარმომადგენელმა, ნატალი კოულმა დახურა. მუსიკოსი ცხრა კაციან ბენდთან ერთად ეწვია თბილისის ჯაზ ფესტივალს.