
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
შსს-ს ინფორმაციით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა იანვარ- ოქტომბერში შარშანდელთან შედარებით 23,7%-ით გაიზარდა და 4 მილიონ 556 ათასს გადააჭარბა. ოქტომბერში კი სულ 480 510 უცხოელი ჩამოვიდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
აქედან ტურისტი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტს რჩება, 1 მილიონ 785 ათასია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,4%- ით მეტია.
2013 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან ჩამოვიდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა მატება შეინიშნებოდა, როგორც პოლონეთი-ავსტრია-ჩეხეთიდან, ასევე, საფრანგეთი, იტალია და გერმანიიდან. შუა აზიის ქვეყნებიდან გამოირჩეოდა ყაზახეთი, ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსია.