16 ნოემბერს, ღამის 10 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ქართველმა ნაციონალისტებმა იმიგრანტების წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქცია სასულიერო პირებისა და მრევლის გამოსვლებით დაიწყო, თუმცა მოძრაობა, სახელწოდებით "სახალხო ფრონტი" მალევე გამოეყო მათ და ხმამაღალი შეძახილებით, "საქართველოს ქართველებისთვის გაუმარ-ჯოს!" იმ ღამის ბარებისკენ გაემართა, რომლებსაც მეტწილად ირანელი და თურქი ბიზნესმენები ფლობენ. სწორედ ირანელებისა და თურქების მიმართ იყვნენ აქციის მონაწილეები ყველაზე აგრესიულად განწყობილები.
რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს, და იქ გახსნილ თურქულ რესტორნებს ხმამაღალი შეძახილებითა და გინებით ჩაუარეს. აქცია შუაღამისას დაიშალა, ხოლო მომდევნო გამოსვლა პირველ დეკემბერს დაიგეგმა.