Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა ზაქარეიშვილი: "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს"

28 ნოემბერი, 2013 21:58

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს. იგი ვილნიუსის სამიტს ეხება. განცხადებაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობაზეა საუბარი. "ლიბერალი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად სახელმწიფოსთვის და კონკრეტულად კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების კუთხით. კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.

ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების პარაფირებით კიდევ ერთი ნაბიჯით გავამყარეთ ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის მომავალი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და რომელსაც ვთავაზობთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს. საქართველოს მთავრობა მზადაა, მათ გავუზიაროთ ყველა ის სარგებელი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოუტანს საქართველოს. ევროკავშირი დღეისათვის წამყვანი საერთაშორისო აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით.

2008 წლის შემდეგ საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მისიას მანდატის სრულყოფილ ად განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით მუშაობს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელშიც ევროკავშირის მიერ ფასილიტირებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეფუძნება. კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობისთვის საქართველოში ევროკავშირი არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც მიმართულია სწორედ ხალხთაშორის კონტაქტების წახალიხების და ნდობის აღდგენისაკენ. ევროკავშირის ჩართულობის მთავარი წინაპირობა და შემადგენელი არაღიარების პოლიტიკაა, რომელსაც მყარად უჭერს მხარს როგორც ევროკავშირი, ისე საერთაშორისო საზოგადოება",- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^