Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველი ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს უერთდება

29 ნოემბერი, 2013 14:43

სახალხო დამცველი ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს უერთდება და  „ქალთა ფონდის“ ინიციატივას - „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესებასთან დაკავშირებით, მიესალმება.

ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რთულია, დაიცვა სხვათა უფლებები, იყო აქტიური და იბრძოლო თანასწორობისათვის, თუ შენი საქმიანობის გამო განიცდი შიშსა და ზეწოლას, ხდები საზოგადოებიდან გარიყვის მსხვერპლი. 

საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღიარებს ქალთა უფლებების დამცველთა წვლილს საყოველთაო დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ქალთა უფლებების დამცველი განიცდის შევიწროებასა და ძალადობას მათი საქმიანობის გამო, რადგან მათ ტაბუდადებულ თემებზე უწევთ საუბარი, უწევთ შეცვალონ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებები, დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ქალები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში განიცდიან. 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი და ძალადობის ფაქტებიც ხშირია. ამიტომ, ქალთა და ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავეთა უფლებების დასაცავად საჭიროა არსებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ზომების გამოყენება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მნიშვნელოვანია დაფასდეს იმ ადამიანების შრომა, რომელთაც რისკის ქვეშ უწევთ სხვათა უფლებების დაცვისათვის ბრძოლა.

სახალხო დამცველი მიესალმება „ქალთა ფონდის“ ინიციატივას ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესებაზე, რომელიც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. 

კატო მიქელაძე გახლდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, რომლის თაოსნობით, 1917-18 წლებში ჩამოაყალიბდა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“. ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. მისივე რედაქტორობით გამოიცემოდა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც ასახავდა საქართველოში არსებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას და პრობლემების გადაჭრის გზებს დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით”, - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^