
კიევის ცენტრში მცირე შეტაკებები უკვე დაიწყო. მეიდანზე მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი მაქარაშვილის ცნობით, სამართალდამცველები მომიტინგეებს კიევის "დინამოს" სტადიონისკენ აწვებიან. ამ წუთებში მოედანთან შეკრებილებს სხვა მომიტინგეებთან ერთად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკოც შეუერთდა.