Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური "ახალციხე" გაიხსნება

11 დეკემბერი, 2013 14:32

დღეს 12 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ზიკილიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემ ხაზსა და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგურ „ახალციხეს“ გახსნიან.

თურქეთთან, კერძოდ ბორჩხას ქვესადგურთან დამაკაშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზი და ახალციხის ქვესადგური „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში აშენდა. ქვესადგურში მუდმივი დენის ჩანართი (Back to Back) დამონტაჟდა. ასევე, ახალციხის, ზესტაფონისა და გარდაბნის ქვესადგურების ურთიერთმაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების “ვარძია 500” და “ზეკარი 500” მშენებლობა/რეაბილიტაცია განხორციელდა.

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ ევროს შეადგენს. აქედან, ახალციხის 500/400/220 კვ ქვესადგურის მშენებლობასა და მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟზე 158,8 მლნ ევრო დაიხარჯა. პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამ დააფინანსეს: ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკი (EBRD) 80 მლნ ევრო; ევროპის საინვესტიციო ბანკი – 80 მლნ ევრო; გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი(KfW) – 100 მლნ ევრო; საქართველოს მთავრობა – 53 მლნ ევრო და NIF(ევროკავშირი) გრანტი– 8 მლნ ევრო.

პროექტი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” და მისმა შვილობილმა კომპანია “ენერგოტრანსმა” განახორციელა: ახალციხის ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები “SIEMENS-Austria”-მ შეასრულა, მუდმივი დენის ჩანართების მონტაჟი _ „SIEMENS-Germany“-მ, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია კი _ ინდურმა კომპანია KEC International-მა. ახალი გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის ოპერირებას „ენერგოტრანსი“ განახორციელებს.

გახსნის ცერემონიას თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაში ასევე, თურქ ბიზნესმენთა 15-კაციანი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს ახორციელებენ ან ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდ გეგმავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^