Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეწყალების კომისიამ გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა

13 დეკემბერი, 2013 21:30

სახალხო დაცველის, უჩა ნანუაშვლის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 54 მსჯავრდებულზე გასცა, საიდანაც 4 არასრულწლოვანია, 15 მსჯავრდებულზე კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია არსებობს. ომბუდსმენის ინფორმაციით, შეწყალებულ პირთა სიაში ქალებიც არიან. 

უჩა ნანუაშვილის თქმით, შეწყალებულ პირთა დიდი ნაწილი ნარკოტიკული დანაშაულის გამოა მსჯავრდებული. მისი ინფორმაციით, შესაწყალებელ პირთა სიას, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატოს.

შეწყალების კომისიის სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 160-მდე საქმე განიხილა.

სახალხო დამცველის განმარტებით, ამჟამად ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა მიმდინარეობს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, შესაძლოა, დეტალების კარგად შესწავლის მიზნით, შესაძლოა, რამდენიმე საქმის განხილვა გადაიდოს.

დღეს შედგენილი ოქმი პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ხვალ გაეგზავნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^